ახალი ამბები

ერთი-ერთზე თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალადობაა — ლომჯარია ზურაბიშვილს

15 ივლისი, 2020 • 1099
ერთი-ერთზე თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალადობაა — ლომჯარია ზურაბიშვილს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ვაჟკაცობა იცის ერთი-ერთზე“, ხოლო „ჯგუფური ძალადობა არის არაქართული“.

ლომჯარიას თქმით, „ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად იქნება, ძალადობა ძალადობაა და ეს კრიმინალია“.

მისი აზრით, ზურაბიშვილის განცხადება შეიძლება აღქმული იყოს ისე, რომ თუ „ერთი-ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ეს უფრო მისაღებია და ჯდება ქართულ ტრადიციებში“:

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. მე ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი-ერთზე იქნება ფიზიკური დაპირისპირება, ეს უფრო მისაღებია და ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა შესაცვლელია. საზოგადოებაში შესაცვლელია წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, არის კრიმინალი. ვაჟკაცობა ვლინდება სხვა ღირებულებებში – სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვასა და ა.შ.“, — ამბობს იგი.

ამავე თემაზე:

ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის არაქართული – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი