ახალი ამბები

ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

14 ივლისი, 2020 • 1864
ლეიბორისტული პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად, ცალკე სუბიექტად მიიღებს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პარტიაში ამბობენ, ცესკოში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შეიტანეს და რეგისტრაცია გაიარეს.

რაც შეეხება საერთო კანდიდატებს, „ნეტგაზეთს“ პარტიის პრეს-სამსახურში უთხრეს, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ლეიბორისტები არ გამოეთიშებიან.

პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისში, ნაძალადევის ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება.


8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება — ანუ, პარლამენტის 120 წევრი არჩეული იქნება პროპორციული სიით, ხოლო 30 დეპუტატი — მაჟორიტარული ოლქებიდან. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი