ახალი ამბები

რუსთავში აშენდება საწარმო, რომელიც 3000 ადამიანს დაასაქმებს – გახარია

14 ივლისი, 2020 • 1618
რუსთავში აშენდება საწარმო, რომელიც 3000 ადამიანს დაასაქმებს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, “აჭარა ტექსტილი”  რუსთავში გეგმავს ახალი საწარმოს გახსნას, რომელიც 3 000 ადამიანს დაასაქმებს. გახარიას თქმითვე, “ქართლი ტექსტილი” ოთხ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას და ეკონომიკური კრიზისის ფონზე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

“ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც “აჭარა ტექსტილი” იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალიან დინამიური. ეს იყო საწარმო, ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, მათ შორის ქობულეთში, და ეს არის მე-4 საწარმო დღეს, აქ, რომელიც, ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას  სახელმწიფომ გადასცა. “ქართლი ტექსტილის”   მთლიანი ინვესტიციის (20 მლნ ლარის) ნახევარი  ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში მიღებული სესხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი