ახალი ამბები

აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა: რუსეთი

14 ივლისი, 2020 • 1438
აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა: რუსეთი

რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ აია-სოფიას სტატუსი თურქეთის შიდა საქმეა, რომელშიც არავინ უნდა ჩაერიოს. აღნიშნულის შესახებ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა განუცხადა.

“თქვენ იცით დიდი გამოხმაურების შესახებ, რომელიც ამ საკითხმა დაიმსახურა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის გარეთ. ზოგადად, ჩვენ გამოვდივართ იმ ფაქტიდან, რომ ვსაუბრობთ თურქეთის შიდა საქმეებზე, რომლებშიც, ბუნებრივია, არც ჩვენ და არც სხვები უნდა ჩაერიონ”, – აღნიშნა მან.

ვერშინინის თქმით, მოსკოვი აია-სოფიას განიხილავს, როგორც მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციის ობიექტს.

ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის ძალითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად გადაკეთდა.

ძეგლს, რომელიც ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში აშენდა, როგორც კათედრალი, ოსმალეთის იმპერიის დროს კი მეჩეთად იქცა, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა, მუზეუმის სტატუსი გასული საუკუნის 30-იან წლებში მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთის მემარჯვენე-ნაციონალისტურ და ისლამისტურ წრეებში.

მუზეუმი თუ მეჩეთი: აია სოფია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი