ახალი ამბები

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14 ივლისი, 2020 • 878
ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ავარია მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი