ახალი ამბები

„ბევრი მოწიეს“ — მდინარაძე „გირჩის“ ინიციატივაზე

13 ივლისი, 2020 • 912
„ბევრი მოწიეს“ — მდინარაძე „გირჩის“ ინიციატივაზე

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ შეაფასა „გირჩის“ მიერ მოწყობილი გათაშება, რომლის ფარგლებშიც პარტია მოქალაქეებს, არჩევნებზე მისვლის და გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, ავტომობილის — Tesla-ს მოგების შესაძლებლობას სთავაზობს.

მდინარაძის განცხადებით, „ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რომ, როგორც ჩანს, ბევრი მოწიეს“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდეს, მდინარაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ შეიძლება, რაც „გირჩი“ „საქმეს შეუდგება“:

„არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ“, — მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.


ამავე თემაზე

“გირჩი” არჩევნებზე მისული მოქალაქეებისთვის Tesla-ს ათამაშებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი