ახალი ამბები

რუსი სამხედროების მიერ მოქალაქის დაკავების ფაქტს ევროკავშირის მისია ეხმაურება

12 ივლისი, 2020 • 1284
რუსი სამხედროების მიერ მოქალაქის დაკავების ფაქტს ევროკავშირის მისია ეხმაურება

რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის შესაძლო დაჭრასა და შემდეგ დაკავებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სადამკვირვებლო მისია ყურადღებით გაეცნობა სავარაუდო სროლისა და შემდგომ დაკავების ინციდენტს.

“მისია მთელი დღის განმავლობაში ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას და აკვირდება როგორც შესაძლო სროლის ინციდენტს ასევე შემდგომ დაკავებას. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა როგორც შესაბამისი ფორმა რეგულაური დიალოგისა და ნდობის მშენებლობისთვის,”-წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 11 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.

უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ უკანონო დაკავების პროცესში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი