ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში EU-ს სადამკვირებლო მისიის სტატუსზე შეთანხმება გააფორმეს

20 ნოემბერი, 2023 • 1620
სომხეთში EU-ს სადამკვირებლო მისიის სტატუსზე შეთანხმება გააფორმეს

სომხეთმა და ევროკავშირმა ხელშეკრულება გააფორმეს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.

ამასთან, როგორც სომხური მედია იუწყება, საუბარია სადამკვირვებლო მისიის გაფართოების საკითხზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ მხარეებმა ბრიუსელში განიხილეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე, 2023 წლის თებერვალში ორწლიანი მისიით ჩავიდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხანგრძლივად განთავსების გადაწყვეტილება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან (EU Mission in Armenia/EUMA) კი 23 იანვარს მიიღეს.

მისიის მიზანი, ევროკავშირის ოფიციალური განცხადების შესაბამისად, სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშეწყობის, ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული რაიონების ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა.

2022 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას, მხარეებს შორის საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა. შემდეგ კი მისიის ხანგრძლივი დროით განთავსების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

ევროკავშირის მისიის განთავსებას სომხეთის ტერიტორიაზე მოსკოვი და ბაქო ეწინააღმდეგებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი