ახალი ამბები

EUMM: სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზება არ დაგვიფიქსირებია

23 ნოემბერი, 2019 • 2193
EUMM: სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზება არ დაგვიფიქსირებია

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ძარასთან რუსი სამხედროების მობილიზების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა. 

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუფიქსირებია, არც ინფორმაცია მიუღია სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ტექნიკის ან პერსონალის რაიმე სახით მობილიზების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით არ მომხდარა არც ცხელი ხაზის გააქტიურება”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” EUMM-ში [ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში].

მანამდე ეს ინფორმაცია ასევე უარყო სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება – სუსი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი