ახალი ამბები

თელავის საკრებულოს წევრს, რომელსაც ბრალი ოჯახში ძალადობაში ედება, პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 • 918
თელავის საკრებულოს წევრს, რომელსაც ბრალი ოჯახში ძალადობაში ედება, პატიმრობა შეეფარდა

თელავის საკრებულოს წევრს, რომელსაც ბრალი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ოჯახში ძალადობას, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება,  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკრუატურა ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, მიხეილ გრემელაშვილმა, გამოძიების ვერსიით, 2020 წლის ივნისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლს და შვილს 18 წლის შვილს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, 7 წლის შვილის თანდასწრებით:

“აღნიშნულის შემდეგ მიხეილ გრემელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და ცოლს და შვილებს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლეს და შვილებს სახლის დატოვება მოსთხოვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები დეპუტატმა განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. სამართალდამცველებმა გრემელაშვილი 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.გ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აცხადებენ პროკურატურაში.

თელავის საკრებულოს წევრი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი