რუსთავში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშველებმა შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.
უწყების ცნობითვე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათივე ცნობით, დამწვარია საცხოვრებელი სახლი.
გაიგეთ მეტი ამ ამბავზე:
რუსთავში ხანძრისას დაღუპული კაცის ამბავი სისტემურ პრობლემებს ავლენს
