ახალი ამბები

წარმატებები თოკო! – კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს ეხმაურება

9 ივლისი, 2020 • 1656
წარმატებები თოკო! – კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს ეხმაურება

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლას ეხმაურება. ფედერაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს წარმატებას უსურვებს და აცხადებს, რომ შენგელია ყოველთვის დაიცავს სამშობლობს ღირსებას, მიუხედავად იმისა რომელ კლუბში ითამაშებებს.

“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!”, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია რუსულ გუნდ CSKA-ში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა კლუბმა თავად გამოაქვეყნა.

“გელოდებით მოსკოვში!” – ნათქვამია ვიდეოში, რომელიც საკალათბურთო გუნდმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში თამაში მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის:

ტრანსფერს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

“ჩემთვის სამწუხაროა და, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით,”-დაწერა Facebook-ზე პრეზიდენტმა.

შენგელიას გადაწყვეტილება მიუღებელია – ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი