ახალი ამბები

“იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ” – შენგელია CSKA-ზე

9 ივლისი, 2020 • 1384
“იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ” – შენგელია CSKA-ზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელიც კარიერას რუსულ CSKA-ში გააგრძელებს, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით მისი დამოკიდებულებები არ შეცვლილა და რუსულ გუნდში კალათბურთის სათამაშოდ მიდის:

“კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავის სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ”, – ამბობს თორნიკე შენგელია “რუსთავი 2-თან”.

აქამდე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდის, თორნიკე შენგელიას ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ესპანეთი საკალათბურთო ჩემპიონატის თვალსაზრისით ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

იმედი მაქვს, ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება — შენგელია ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი