ახალი ამბები

მამისა და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით მუხრანში კაცი დააკავეს

9 ივლისი, 2020 • 733
მამისა და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით მუხრანში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, გ.ო. 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მუხრანში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას – 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაჭრილი კაცი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს მუხრანში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი