აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, შტატების ფედერალური მთავრობა ჩინური გასართობი აპლიკაციის, TikTok-ის დაბლოკვას (აშშ-ის ტერიტორიაზე მის აკრძალვას) სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და ნამდვილად განვიხილავთ. ამ საკითხზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით“, — აღნიშნა პომპეომ და გააფრთხილა ამერიკელები, რომ ფრთხილად იყვნენ TikTok-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ არ სურთ, მათი ინფორმაცია „ჩინური კომუნისტური პარტიის ხელში აღმოჩნდეს“.
TikTok ჩინური აპლიკაციაა, რომელშიც მომხმარებლებს მცირე ხანგრძლივობის მუსიკალური ვიდეოების შექმნა შეუძლიათ.
აღნიშნულ თემაზე გირჩევთ:
TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს








