ახალი ამბები

TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

4 მაისი, 2020 • 2558
TikTok ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

ჩინური სოციალური ქსელი TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. CNN-ს თანახმად, კომპანია უკვე დათანხმდა ჯარიმის გადახდას.

საუბარია Musical.ly-ს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებაზე. Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedance-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა.

ჯარიმის დაკისრებამდე აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბავშვთა პირადი მონაცემების შეგროვების გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ  TikTok ისეთ ინფორმაციას ინახავდა, როგორიცაა ბავშვების სახელები, მათი ელექტრონული მისამართები და ადგილმდებარეობა.

TikTok ამჟამადაც ეკუთვნის ჩინურ კომპანია Bytedance-ს და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.

სხვადასხვა მონაცემების თანახმად, TikTok-ზე დაახლოებით 800 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, სადაც ადამიანებს მოკლე ვიდეოების გადაღება/გაზიარება შეუძლიათ.

ამ პლატფორმაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც, სადაც შვილთან – ბერა ივანიშვილთან ერთად ცეკვა შეასრულა.

ვრცლად:

ბიძინა ივანიშვილი tiktok-ზე ბერასთან ერთად გამოჩნდა

მასალების გადაბეჭდვის წესი