ახალი ამბები

გაიზარდოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა 7-ლარიანი სუბსიდია – პეტიცია

3 ივლისი, 2020 • 1467
გაიზარდოს საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა 7-ლარიანი სუბსიდია – პეტიცია

გაიზარდოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა 7-ლარიანი სუბსიდია – ამ მოთხოვნით „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პეტიცია შექმნა.

ამ მოთხვნასთან ერთად, პეტიციაში საუბარია 1921 წლის თებერვლიდან  1990 წლის 28 ოქტომბრამდე, საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეთა რეპრესიებზე:

„რეპრესიები მასშტაბური და მწვავე იყო სტალინის პერიოდში, განსაკუთრებით, 1937-1938 წლებში, რაც მოიცავდა მასობრივად ადამიანების დახვრეტას, გადასახლებას და ძირითად შემთხვევაში, რეპრესირებულთა ქონების სრულად ჩამორთმევას, რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან გარიყვას, მათთვის არათანაბარი სოციალური პირობების შექმნას და შევიწროებას,“ .

განცხადების თანახმად, 2012-2018 წლებში საქართველოს საქალაქო სასამართლოს მიერ რეპრესირებულად ან რეპრესირებული პირის პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარეს 16 468 პირი. თუმცა მათთვის სახელმწიფო დახმარების სახით გამოყოფილია მხოლოდ  7 ლარი.

„2020 წლის იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები საქართველოში არის 10 396 პირი. ვადგენთ აღნიშნულ პეტიციას, რათა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რაც შეადგენს თვეში 7 ლარს, გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას – 44 ლარს.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა“, – წერია პეტიციაში.

გარეკანი ფოტო: IDFI

მასალების გადაბეჭდვის წესი