ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი – 87%, სოხუმი – 67% – რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეები

2 ივლისი, 2020 • 1810
ცხინვალი – 87%, სოხუმი – 67% – რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეები

კენჭისყრა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მთავარი არსი ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადის განულებასა და 2024 წელს მის არჩევნებში მონაწილეობას ითვალისწინებს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებშიც ჩატარდა. ხმის მიცემა შეეძლო რუსეთის პასპორტის მქონე ნებისმიერ მოქალაქეს.

ოფიციალური შედეგების შესაბამისად, რომელიც მედია საშუალებებმა გამოაქვეყნეს, ცხინვალში რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე უფრო მეტი [დაახლოებით, 87%] აღმოჩნდა, ვიდრე სოხუმში [67%-მდე].

ასევე, წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებებს, მთლიანობაში, მხარი დაახლოებით 77%-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ დაუჭირა.

აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მიდის

ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცენ

მასალების გადაბეჭდვის წესი