ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცენ

30 ივნისი, 2020 • 1233
ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცენ

ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

“ცვლილებები, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციაში შედის, უშუალოდ შეეხება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს სამხრეთ ოსეთში, რადგან ხვალ ეს შეეხება საბაჟო საკითხებს, სატრანსპორტო საშუალებების შემოტანას და კიდევ სხვა მნიშვნელოვან სფეროს”,  – აცხადებს მოსკოვიდან ცხინვალში დაბრუნებული ბიბილოვი, რომელიც, როგორც ამბობს, თვითიზოლაციაში იმყოფება.

თავად ბიბილოვი, როგორც ამბობს, ცვლილებებს ხმას პირველ ივლისს მისცემს.

25 ივნისიდან პირველ ივლისამდე რუსეთის მოქალაქეებს საკონსტიტიციო ცვლილებებზე კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ცხინვალში კენჭისყრის სამი უბანი გაიხსნა, მათ შორის ორი- რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე.

რუსეთის ერთ-ერთი საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2024 წელსაც შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი