ახალი ამბები

კოლუმბუსში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი აიღეს

2 ივლისი, 2020 • 1091
კოლუმბუსში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი აიღეს

აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში, რომელსაც სახელი ქრისტეფორე კოლუმბის პატივსაცემად ეწოდა, მისივე ძეგლი  აიღეს, იუწყება CBS News.

ძეგლის დემონტაჟი არა მომიტინგეებმა, არამედ ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა. ძეგლს, რომელიც  ქალაქს 1955 წელს გენუადან გადაეცა, საცავში შეინახავენ.

„ეს ძეგლი  ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ადამიანისთვის პატრიარქატის, ჩაგვრის და დაყოფის სიმბოლოა . ეს არ ასახავს ჩვენს დიდებულ ქალაქს და აღარ ვიცხოვრებთ ჩვენი მახინჯი წარსულის ჩრდილში. ახლა სწორი დროა, ჩავანაცვლოთ ეს ძეგლი ხელოვნების ნიმუშით, რომელშიც ნაჩვენები იქნება ჩვენი ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ და გამოსახული იქნება განსხვავებულობა და ინკლუზია“, — განაცხადა ქალაქის მერმა ენდრიუ გინტერმა.


აშშ-ში ჯერ კიდევ მაისის ბოლოდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც პოლიციის მიერ შაკვანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. აქციების მონაწილეთა ნაწილის მოთხოვნებში, მათ შორის, ზოგი მოღვაწის ძეგლის მოხნსაც შედის, ზოგჯერ კი მომიტინგეები ძეგლებს თავიანთი ძალებით „იღებენ“, როგორც, მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონისა და ტომას ჯეფერსონის ძეგლების შემთხვევაში.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი