ახალი ამბები

ვინ (არ) დაუჭირა მხარი საზმაუს ბორდის არჩეულ წევრებს

1 ივლისი, 2020 • 1435
ვინ (არ) დაუჭირა მხარი საზმაუს ბორდის არჩეულ წევრებს

დღეს, პირველ ივლისს, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 კანდიდატი აირჩია: „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა აბაშიძე, მედიაკავშირ „ობიექტივის“ წამყვანი ბონდო მძინარაშვილი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი გია მურღულია:

ზაზა აბაშიძეს, რომელიც ბორდში ოპოზიციის კვოტით აირჩიეს, მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის:

ბონდო მძინარაშვილი კი, რომელსაც მირიან წიკლაურის, გია ჟორჟოლიანის, გიორგი მოსიძის, ალექსანდრე ერქვანიას, ირმა ინაშვილის, ემზარ კვიციანის, გიორგი ლომიას, ადა მარშანიას, დავით ჭიჭინაძის, კობა ნარჩემაშვილის, მარიამ ჯაშის და სხვა დეპუტატების წარდგინებით უყარეს კენჭი, მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა:

რაც შეეხება მესამე არჩეულ წევრს, გია მურღულიას “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. მას მხარდაჭერა 92-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 1 კი წინააღმდეგი იყო:

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 3 ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოს წევრობისთვის განკუთვნილი ვადა ამოწურეს ნინია კაკაბაძემ, ქეთი მსხილაძემ და გია იაკობაშვილმა.

ვრცლად:

საზმაუს ბორდის წევრებად აბაშიძე, მძინარაშვილი და მურღულია აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი