ახალი ამბები

საზმაუს ბორდის წევრებად აბაშიძე, მძინარაშვილი და მურღულია აირჩიეს

1 ივლისი, 2020 • 1883
საზმაუს ბორდის წევრებად აბაშიძე, მძინარაშვილი და მურღულია აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად პარლამენტმა „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა აბაშიძე, მედიაკავშირ „ობიექტივის“ წამყვანი ბონდო მძინარაშვილი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი გია მურღულია აირჩია.

ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციის კვოტით წარდგენილი კანდიდატები იყვნენ, გია მურღულიას კანდიდატურა კი “ქართულმა ოცნებამ” დაასახელა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 3 ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოს წევრობისთვის განკუთვნილი ვადა ამოწურეს ნინია კაკაბაძემ, ქეთი მსხილაძემ და გია იაკობაშვილმა.

თავდაპირველად, საზმაუს ბორდის წევრობაზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა. მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ გასაუბრება 8 მათგანთან გამართა, ორი კი, როგორც კომისია წერს, მეორე ეტაპზე არ გამოცხადდა. 8-დან ყველა კანდიდატმა საკონკურსო კომისიის დებულებით განსაზღვრული ხმების საკმარისი რაოდენობა (5 და მეტი) მიიღო. ხმები ასე გადანაწილდა:

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირებული იყო “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძეც, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების ნაწილს უნდა წარედგინა, თუმცა მას წარმდგენთა საკმარის რაოდენობამდე 1 დეპუტატის თანხმობა დააკლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი