შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ს. მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე დაკავებულია.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.