ახალი ამბები

ორშაბათიდან პროფსასწავლებლები მუშაობას გააგრძელებენ – ფერაძე

30 ივნისი, 2020 • 1250
ორშაბათიდან პროფსასწავლებლები მუშაობას გააგრძელებენ – ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, 6 ივლისიდან პროფესიული სასწავლებლები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

მისივე თქმით, სასწავლებლების ნაწილმა უკვე გაიარა შემოწმების პროცესი, ნაწილის შემთხვევაში კი შემოწმება კვლავაც მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის დასრულდება. ამას გარდა, ფერაძე ამბობს, რომ ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეში ასევე 6 ივლისიდან დასაშვები იქნება და მათთვის დაწესებული სავალდებულო მოთხოვნები [პროტოკოლი] დღეს, 30 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტრო გამოაქვეყნებს.

“მომდევნო ორშაბათიდან ნებადართული ხდება პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირება, რომელმაც გაიარა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმება და დადებითი დასკვნა მიიღო. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სექტორის შემოწმება, შესაბამისად, მომდევნო ორშაბათამდე ვფიქრობთ, ეს პროცესი სრულად იქნება დასრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მათი ფუნქციონირება ორშაბათიდან ნებადართული იქნება. როგორც იცით, ტრენინგი მხოლოდ ღია სივრცეში იყო ნებადართული, თუმცა ორშაბათიდან ყველა ტიპის ტრენინგი და კონფერენცია მათ შორის დახურულ სივრცეში ნებადართული იქნება”, – აცხადებს ფერაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი