ახალი ამბები

ხანგოშვილის საქმეში სავარაუდოდ რუსეთის მეორე მოქალაქეც ფიგურირებს – „შპიგელი“

28 ივნისი, 2020 • 1144
ხანგოშვილის საქმეში სავარაუდოდ რუსეთის მეორე მოქალაქეც ფიგურირებს – „შპიგელი“

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ (Spiegel-ის) ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანი ფიგურირებს, რომელიც, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული პირის მსგავსად, რუსეთის მოქალაქეა.

გამოცემის თანახმად, ამ ადამიანის სახელია რომან დ., რომელმაც 2019 წლის 3 აგვისტოს — ანუ მკვლელობამდე ორიოდე კვირით ადრე — ბელარუსის გავლით ჩავიდა პოლონეთში, შემდეგ კი გერმანიაშიც იმყოფებოდა და მკვლელობამდე დატოვა ქვეყანა.

„შპიგელი“ წერს, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურა და ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახური ეჭვობენ, რომ შესაძლოა, რომან დ. ხანგოშვილის მკვლელობის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას.

ხანგოშვილის მკველობის ბრალდებით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ვადიმ სოკოლოვი (კრასიკოვი). „სპიგელის“ თანახმადვე, ამ ორი პირის საპასპორტო მონაცემები ერთმანეთს ჰგავს.


რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალას.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი