ახალი ამბები

ქნირში: დემოკრატიის სახლის დაბლოკვა არ არის დემოკრატიული დავის ხერხი

28 ივნისი, 2020 • 1361
ქნირში: დემოკრატიის სახლის დაბლოკვა არ არის დემოკრატიული დავის ხერხი

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ „დემოკრატიის სახლის“ შესასვლელის დაბლოკვა არ არის დემოკრატიული დავის მეთოდი.  ის ასევე აცხადებს, რომ საპროტესტო დემონსტრაციებისას პოლიციის პასუხი პროპორციული უნდა იყოს და ამ მხრივ ბოლო წელს ქვეყანაში ნეგატიური მაგალითები იხილა, თუმცა ბოლო პერიოდში პროგრესი შეინიშნება.

ელჩმა ჟურნალისტ ეგორ კუროპტევთან ინტერვიუში, რომელიც 2019 წლის 9 დეკემბრითაა დათარიღებული და რომელიც ავტორმა 28 ივნისს ხელახლა გამოაქვეყნა, ელჩმა დემოკრატიულ პროცესად შეაფასა ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის პარლამენტში და ქუჩაში მიმდინარე მოვლენები და თქვა:

„მნიშვნელოვანია, რომ საჯარო პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობს, და რომ პოლიციის რეაქცია, თუ საჭიროა, არ არის გადაჭარბებული. ამ მიმართულებით გასულ წელს ვნახეთ ნეგატიური მაგალითები, მაგრამ ასევე ვხედავ პროგრესს ბოლო პერიოდში. ახლა როგორც ახლა მიმდინარეობს დემონსტრაციები თბილისში არის ნორმალური და დემოკრატიული“.

ჟურნალისტის კითხვაზე, აფასებდა თუ არა დემოკრატიულ პროცესად პარლამენტთან დილის 5 საათზე ხალხის წყლის ჭავლით დაშლას, რაც არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო, მან უპასუხა:

„საქართველოს პოლიციამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ უპასუხებენ პროტესტს, როდის შეიძლება ჩატარდეს დემონსტრაცია, როდის არა არალეგალური პარლამენტის შესასვლელის დაბლოკვა. და ეს მესმის. თქვენი, ჩემი ან დემოკრატიის სახლის დაბლოკვა არ არის დემოკრატიული დავის და დებატის ხერხი.  მნიშვნელოვანია, პროპორციულობა იყოს დაცული და როდესაც პოლიცია უპასუხებს დემონსტრაციას, არ გამოიყენონ არაპროპორციული პასუხი“.

აქციის დაშლა წყლის ჭავლით [ფოტორეპორტაჟი]

მასალების გადაბეჭდვის წესი