ახალი ამბები

ვიმსჯელოთ, რამეს გადავწყვეტთ – გახარია აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნებაზე

26 ივნისი, 2020 • 1544
ვიმსჯელოთ, რამეს გადავწყვეტთ – გახარია აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნებაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლადო კახაძის კითხვაზე, „რას ფიქრობს დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით“, აცხადებს, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

„ეს ჩვენი მოქალაქეების [გადასაწყვეტი] საკითხია. აგერ [თბილისის] მერია და ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებთ ,ალბათ“, – ასე უპასუხა გახარიამ ლადო კახაძის კითხვას.

ცოტა ხნით ადრე უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პერმიერ-მინისტრ გახარიას თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების შესახებ ჰკითხა.

დავით აღმაშენებლის ძეგლი თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე იდგა, თბილისის მერიამ მისი თბილისის შემოსასვლელში გადატანის გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო.

კახაძის თქმით, ეს შეკითხვა მეცნიერთა აკადემიის, მოსახლეობისა და სხვა “ღვაწლმოსილი ადამიანების” სახელით გაახმიანა. აღნიშნული შეკითხვა კახაძემ პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც პარლამენტის წევრები პრემიერის ანგარიშს უსმენენ.

„კითხვა მაქვს დიდი მეცნიერების, ღვაწლმოსილი ადამიანების, მეცნიერთა აკადემიის და ჩვენი მოსახლეობის დანაბარები: რას ფიქრობთ თქვენ დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს ღირსება იმ ადგილზე უნდა იდგეს, სადაც თავიდან იყო კარგად გამიზნული“, – ჰკითხა კახაძემ პრემიერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი