ახალი ამბები

მსოფლიოში ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად შემცირდება — IMF

25 ივნისი, 2020 • 858
მსოფლიოში ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად შემცირდება — IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, გლობალური ეკონომიკის ზრდა 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მოსალოდნელზე კიდევ უფრო ნაკლები იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, პროგნოზი — 3% ვარდნა მსოფლიოში, რომელიც მათ აპრილში გააკეთეს, სხვადასხვა მოვლენების გამო უკვე აღარაა აქტუალური, ხოლო მსოფლიო ეკონომიკა 2020 წელს 5 პროცენტით შემცირდება.

ამასთან ერთად, ფონდში მიაჩნიათ, რომ შემცირდება სამომხმარებლო ხარჯებიც. როგორც ფონდში ამბობენ, მოთხოვნის შემცირების მიზეზია მოქალაქეების მიერ ნებაყოფლობითი ფიზიკური დისტანცია, ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.

გარდა ამისა, ფონდში ელიან, რომ მოქალაქეები უფრო მეტ ფულს გადაინახავენ და შეამცირებენ მოხმარებას, რადგანაც გაურკვეველი იქნება, თუ რა მოხდება მომავალში.

ასევე, სავალუტო ფონდში ამბობენ, რომ კრიზისის გამო ბევრი ბიზნესი შეაჩერებს მუშაობას, მოქალაქეები კი უმუშევრად დარჩებიან, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობის აღორძინება ვერ იქნება ისეთი მარტივი და სწრაფი, როგორც ადრე ეგონათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი