ახალი ამბები

25 ივნისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 5

25 ივნისი, 2020 • 1668
25 ივნისი: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 5

25 ივნისის დილის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარიან ეზუგბაიას განმარტებით, 3 ახალი შემთხვევიდან ორი არის “შემოტანილი შემთხვევა”, რომელიც საკარანტინო ზონაში გამოვლინდა, ხოლო ერთი არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

მთავრობის ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში Covid 19-ის 917 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 776 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 258.

მასალების გადაბეჭდვის წესი