ახალი ამბებისაზოგადოება

მასწავლებელი ლამარა აბჟანდაძე საბჭოთა სკოლაზე – ვიდეო

24 ივნისი, 2020 • 2569
მასწავლებელი ლამარა აბჟანდაძე საბჭოთა სკოლაზე – ვიდეო

ლამარა აბჟანდაძე მათემატიკის მასწავლებელია. ის წლების განმავლობაში ასწავლიდა სკოლაში და სწავლების განსხვავებულ, სახალისო მეთოდებს იყენებდა. მას კარგად ახსოვს საბჭოთა სკოლა და განათლების სისტემა. როგორ ავალებდა სკოლის დირექტორი მასწავლებლებს, მოსწავლეებისთვის ესწავლებინათ კომუნისტური პარტიის ყრილობის დადგენილებები.

მისთვის სკოლის პოლიტიზირება სრულიად მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლის მოსწავლე იყო. სოფელში გაჭირვება იყო. მოსწავლეებს სასკოლო ნივთებზეც არ მიუწვდებოდათ ხელი. ეს არის მასწავლებლის თვალით დანახული საბჭოთა განათლების სისტემა.

ვიდეო მოამზადა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია გვიან საბჭოთა პერიოდის საქართველოს შესახებ დისკუსიებისა და კვლევების წახალისება. პროექტს აფინანსებს ორგანიზაცია National Endowment for Democracy.

სიუჟეტში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის, ან ნეტგაზეთის პოზიციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი