ახალი ამბები

ადვოკატის ცნობით, შაქარაშვილის დაკარგვამდე ერთ-ერთ პირს ცხვირი და შუბლი გაუტეხეს

24 ივნისი, 2020 • 957
ადვოკატის ცნობით, შაქარაშვილის დაკარგვამდე ერთ-ერთ პირს ცხვირი და შუბლი გაუტეხეს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვამდე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის თქმით, შელაპარაკება ხიდზე მოხდა, სადაც მის დაცვის ქვეშ მყოფს ცხვირსა და შუბლის არეში მიაყენეს დაზიანებები. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ორი ადამიანი უსწორდებოდა ან ხელით ან რკინის ჯოხით. ამის შესახებ ქასრაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს, 4-დღიანი ძიების შემდეგ, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე პოლიციამ უკვე დაიწყო მოკვლევა. შაქარაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, პირველადი ექსპერტიზით ცხედარს აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ამ დრომდე უცნობია რამ გამოიწვია ეს დაზიანებები.

როგორც ოჯახის მეგობარი ყვება, შაქარაშვილი გარდაცვალებამდე აგარაკზე გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც იქ მყოფ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მისი თქმით, შაქარაშვილი და მისი მეგობარი ჩხუბში მონაწილეობას არ იღებდნენ და ჩხუბში მონაწილე პირების გაშველებას ცდილობდნენ, წვეულების შემდეგ კი მათ უცნობი პირები ტრასაზე მანქანით აედევნენ, ისინი კი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ.

შაქარაშვილი ბოლოს მისმა მეგობარმა მაშინ ნახა, როდესაც ხევში სხვა პირთან ერთად ჩარბოდა.

ის გიორგი შაქარაშვილთან და ორ პიროვნებასთან ერთად წამოვიდა აგარაკიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი