ახალი ამბები

ვინ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის შეცვლას II მოსმენით

23 ივნისი, 2020 • 1932
ვინ არ დაუჭირა მხარი საარჩევნო სისტემის შეცვლას II მოსმენით

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს, დღეს, 23 ივნისს, მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 3 წავიდა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი კი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.

დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, არიან:

  • ბიძინა გეგიძე;
  • ალექსანდრე ერქვანია;
  • კახაბერ ოქრიაშვილი.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. ისინი პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

ცვლილებებს მხარს ასევე არ უჭერენ დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ემზარ კვიციანი, ალექსანდრე ერქვანია, კახა ოქრიაშვილი.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 სისტემით, ანუ, 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, პარტიული სიით, 30 კი -მაჟორიტარული ოლქიდან.

ახალი საარჩევნო სისტემა II მოსმენითაც მიიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი