ახალი ამბები

ნიუ-იორკში თეოდორ რუზველტის ძეგლის მოხსნას აპირებენ

22 ივნისი, 2020 • 1228
ნიუ-იორკში თეოდორ რუზველტის ძეგლის მოხსნას აპირებენ

აშშ-ის 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლს ნიუ-იორკში მდებარე აშშ-ის ბუნების ისტორიის მუზეუმიდან მოხსნიან, იუწყება ABC News.

კრიტიკოსების მოსაზრებით, ძეგლი კოლონიალიზმისა და რასიზმის სიმბოლოა.

ძეგლი, რომელიც 1940 წელს დადგეს, ასახავს ცხენზე ამხედრებულ რუზველტს, რომლის გვერდითაც ადგილობრივი ამერიკელი და აფროამერიკელი ადამიანები დგანან.

ქალაქის მერის, ბილ დე ბლასიოს თქმით, ძეგლის მოხსნა მუზეუმმა მოითხოვა და ქალაქი ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება — „ქალაქი მხარს უჭერს მუზეუმის თხოვნას. ეს სწორი გადაწყვეტილება და სწორი დროა ამ პრობლემური ძეგლის მოსახსნელად“, — აცხადებს იგი.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი