ნეტგაზეთი | ჰარცელი: ვიმედოვნებ, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად ჰარცელი: ვიმედოვნებ, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად – Netgazeti
Batumelebi | RU

ჰარცელი: ვიმედოვნებ, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოში ევროკაშვირის ელჩი კარლ ჰარცელი.

“8 მარტის შეთანხმების შემდეგ 142 ხმა დავითვალე, ვინც მხარს უჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებას. მივესალმები დღეს პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით 136 ხმით  დამტკიცებას. ვიმედოვნებ, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად”, – წერს ჰარცელი ტვიტერზე.

საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისა და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტება.

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა 5-მა დეპუტატმა. ესენი არიან:

  1. ბიძინა გეგიძე
  2. ემზარ კვიციანი
  3. დავით ჭიჭინაძე
  4. ალექსანდრე ერქვანია
  5. კახა ოქრიაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, სხდომას ესწებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ ნატო ჩხეიძეს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.