ახალი ამბები

20 ივნისზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, გახარიაა – თამლიანის სიტყვა აქციაზე

20 ივნისი, 2020 • 1273
20 ივნისზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, გახარიაა – თამლიანის სიტყვა აქციაზე

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, დღეს პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

თამლიანმა თქვა, რომ 20 ივნისის აქციის დარბევაზე პასუხისმგებელი მაშინდელს შს მინისტრი და დღევანდელ პრემიერი, გიორგი გახარიაა.

თამლიანი  რამდენიმეთვიანი წინასწარი პატიმრობიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ის 20-21 ივნისის საქმეზე 4 ივლისს კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს.

მას ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“როდესაც შევიტყვე, იმის მიზეზი, თუ რატომ იკრიბებოდა პარლამენტთან ხალხი და რომ ვუახლოვდებოდი იქიდან, პირველი სიხარული ვიგრძენი, რომ ხალხი უყურადღებოდ არ ტოვებდა იმას, რაც ლახავდა მის ღირსებას. ციხეში ,ხოლოდ მე არ ჩამსვეს, 300-მდე ადამიანი დააპატიმრეს, გულდასაწყვეტია ის – რისთვის და რატომ?

დიდი ორატორი არ გახლავართ, მაგრამ დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ამ მხარდაჭერის გარეშე.. იცით რა არის, ძალა ერთობაშია – არ არის პარტიული სლოგანი, ეს არის ეროვნული სლოგანი. თქვენი ერთობა, თქვენი ძალისხმევა, თქვენი მხარდაჭერა რომ არა, კაცი ბევრს ვერ გაძლებ. ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ამიტომ, ვიყავი პრინციპული, რათა ჩემი პრინციპულობა, ჩემი ასე ვთქვათ, ჯინიანობა სიმართლის დამტკიცებისთვის – წინ სხვას წაადგეს. ადამიანს, რომ არ „მოაბან“ სასჯელი არაფრის გამო, ტყუილად რომ არ ჩასვან, ყველაფერ ამას უნდა მოეღოს ბოლო.

მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, გახარიან თქვა, რომ დამავიწყდა 20 ივნისიო, იცით რა არის – ასეთი გახარიები მომავალშიც რომ არ მოვიდნენ, რომ არ დაავიწყდეს, რაც ჩაიდინა ხალხის წინაშე: როგორც გვაქვს 9 აპრილის მონუმენტი, რომელიც გვახსენებს, რა ფასად დაგვიჯდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მე ვფიქრობ, უნდა დაიდგას კიდევ ერთი მონუმენტი, რომელიც ხშირი შემახსენებელი იქნება იმისა, რომ როდესაც ხალხი გამოდის პროტესტის სახით, მას უნდა მოუსმინო. რატომ გამოდის ხალხი? იმიტომ, რომ გააკეთე რაღაც ისეტი, რაც მისთვის მიუღებელია და ნაცვლად იმისა, რომ ხალხს მოუსმინო და გამოასწორო სიტუაცია, თოფიანი ხალხი კი არ უნდა გამოიყვანო. კი არ უნდა დაუპირისპირო..

ყველას გვახსოვს, რომ ეს სპეცრაზმელები, ყაჩაღებივით მოვიდნენ. ვინმეს ნანახი გაქვთ, რომ სპეცრაზმს გულმკერდზე რაიმე ნიშანი ჰქონოდა?! არა! ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის გიორგი გახარია.  რამდენიც არ უნდა თქვას, რომ არ გამიცია ბრძანება, არ მახსოვს და კიდევ ათასი სისულელეა, გამორიცხულია, რომ შს მინისტრის ნებართვის [გარეშე] ერთი ადამიანი გამოვიდეს და გამოიტანოს საცავიდა იარაღი. მისი პასუხი არის უსუსური შს მინისტრის პასუხი, რომელმაც თავისი პასუხისმგებლობა გადადო იმ ადამიანებზე, ვინც იქ მსახურობს. ისინი არიან მე-5, მე-6 პასუხისმგებლობაში.. თუმცა, პირველი არის ის, ვისაც ევალება ამ ადამიანების განაწილება. ნებართვას შს მინისტრის გარეშე..

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ვფიქრობ, რომ საღი აზრი იმაში, რომ 20 ივნისის მონუმენტი დაიდგას, იმიტომ, რომ მომავალში მთავრობას ახსოვდეს – ხალხს თოფებით კი არ უდნა დაუპირისპირდეს, არამედ მოუსმინოს მას, ვინაიდან, ხალხი ყოველთვის რეაგირებს იმაზე, რაც მის ღირსებას ლახავს,“ – ამბობს ბესიკ თამლიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი