ახალი ამბები

ოპოზიციის შეხვედრას მაჟორიტარებზე “ლელო” არ ესწრება

19 ივნისი, 2020 • 1184
ოპოზიციის შეხვედრას მაჟორიტარებზე “ლელო” არ ესწრება

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას “ლელოს” წარმომადგენლები არ ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე ოთხი მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა, რომელსაც ისინი ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზებენ. თბილისის შემდეგ ოლქებში ოპოზიციის კანდიდატები სავარაუდოდ, იქნებიან:

ვაკეში – ელენე ხოშტარია, მთაწმინდის ოლქში – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევის რაიონში კი- შალვა ნათელაშვილი. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ენმ-დან გლდანში თავად იყრის კენჭს, ხოლო სამგორში- ლევან ხაბეიშვილი.

“ვადასტურებ, რომ გლდანის რაიონში ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და ოლიგარქიული წყობილების დამარცხებითვის, ვინაიდან შეუძლებელია ქვეყანაში მართვის სადავეებთან ოლიგარქი გყავდეს და ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. გლდანში მე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და გამარჯვებისთვის იბრძოლებს სამგორში ლევან ხაბეიშვილი. დარწმუნებული ვარ, ლევანი სამგორში გაიმარჯვებს”, – ამბობს მელია.

მისივე თქმით, ბაქრაძის მიერ დასახელებულ ოთხ კანდიდატს ენმ მხარს დაუჭერს. თბილისში საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს ოპოზიცია რამდენიმე საათში, შეხვედრის დასრულების შემდეგ დაასახელებს.

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება. 30-დან 8 ოლქი თბილისზე მოდის, სადაც ოპოზიციის ნაწილი საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებას ცდილობს. შეთანხმებაში დეკლრარირებულად ერთვებიან ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტები და ა.შ. ლელოს პოზიციის შესახებ წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი