ახალი ამბები

კონსულტაციები გვაქვს ჩუგოშვილთან, “ლელოსთან” და სხვებთან – კობერიძე

18 ივნისი, 2020 • 1130
კონსულტაციები გვაქვს ჩუგოშვილთან, “ლელოსთან” და სხვებთან – კობერიძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრები, თუმცა თანამშრომლობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებთან, ასევე, პარტია “ლელოსთან”.

“ეს არ არის პოლიტიკური გაერთიანება, ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური მსჯელობის მაგიდა. ყველას, ვინც აქ ვართ შეკრებილები, ერთმანეთში გვაქვს კონსულტაცია და არა მხოლოდ ერთმანეთში, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან, ვინც, ჩვენი აზრით, ჩვენი პრინციპების გამზიარებელია. პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს და რა ფორმას შეიძენს ეს ყველაფერი, როგორ პოლიტიკურ კონფიგურაციაში ჩაჯდება ეს ყველაფერი, მომავლის საკითხია. კონსულტაციები გვაქვს თამარ ჩუგოშვილთან, თამარ ხულორდავასთან, დიმიტრი ცქიტიშვილთან, გიორგი მოსიძესთან, პარტია “ლელოსთან”. მათთან გვქონდა, გვაქვს და გვექნება პარტნიორობა. დღეს რაც წარვადგინეთ, არ არის ის, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ძალის ცენტრი ვართ, უბრალოდ, ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ იმისათვის, რომ საღი აზროვნების ადამიანები, რომელთაც მყარი ღირებულებები აერთაინებთ, ეს ადმაიანები ვიყოთ შეკრებილი”, – თქვა კობერიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დღეს ახალი პოლიტიკური მსჯელობის პლატფორმა შექმნეს.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

მასალების გადაბეჭდვის წესი