ახალი ამბები

ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

18 ივნისი, 2020 • 1724
ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.

სამომავლოდ ისინი საერთო პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.

“საზოგადოებრივი დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომლებიც ფსევდოდაპირისპირებით აძლიერებენ ერთმანეთს. ხალხის ყოველდღიური პრობლემები და ჭეშმარიტი წუხილები კი რჩება ამ პოლარიზებული დღის წესრიგის მიღმა…ჩვენ გვაერთიანებს სუფთა წარსული, აქამდეც ვიბრძოდით, ვშრომობდით და კიდევ უფრო თავდაუზოგავად ვიღვაწებთ საქართველოს წარმატებისთვის, გაძლიერებისთვის და ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებისთვის”,- ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი.

მემორანდუმზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ მათი ამოცანაა, შექმნან განსხვავებული მსჯელობის პლატფორმა და ახალი რეალობა.

ანა დოლიძემ მოძრაობა “ხალხისთვის” დააარსა

მასალების გადაბეჭდვის წესი