ახალი ამბები

რუსი მაღალჩინოსნებისადმი ბრალდება აბსურდულია – პესკოვი გაბუნიას საქმეზე

17 ივნისი, 2020 • 1087
რუსი მაღალჩინოსნებისადმი ბრალდება აბსურდულია – პესკოვი გაბუნიას საქმეზე

კრემლის პრესპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, ნებისმიერი ეჭვი იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სურდათ თავდასხმა ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე, აბსურდულია და არ შეესაბმება სიმართლეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პესკოვმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ თუ გახსოვთ, თავიდანვე ლამის რუსეთის ოფიციალური პირებისადმი გაისმა ბრალდება ინციდენტთან კავშირზე. თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ბრალდება ამ შემთხვევაში აბსურდულია და სინამდვილეს არ შეესაბამება”, – განაცხადა პესკოვმა.


რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უარყოფს ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქეს სწორედ მისგან ჰქონდა დავალებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.

“ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც”, – RIA-ს ცნობით, კადიროვმა ამის შესახებ განცხადება ტელეგრამით გაავრცელა.

კადიროვი გაბუნიაზე: თუ ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ასრულებს კიდეც

მასალების გადაბეჭდვის წესი