რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე სომხურ ენაზე გამოსვლა შეაფასა.
„ვიფიქრე, სად არის ის „ყური“, რომელიც უნდა მოვირგო, რომ რუსული თარგმანი მოვისმინო, და ასევე ვიფიქრე, შედგებოდა თუ არა რუსული თარგმანი, იყო თუ არა თარჯიმანი სომხურიდან რუსულზე. თარგმანი შედგა“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ამასთან, პესკოვმა ფაშინიანის გამოსვლა შეაფასა, როგორც სიგნალი – „განაცხადოს სომხეთის სუვერენულობის შესახებ“.
„სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგეთ, რატომ არ შეიძლება ამის შესახებ მხოლოდ რუსულ ენაზე განაცხადო. თუმცა, ეს სახელმწიფოს მეთაურის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ. თუ ეს მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, თუ ეს მთავარია, მაშინ ამ არჩევანსაც პატივისცემით ვეკიდებით“, – თქვა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.
როგორც TASS-ის კორესპონდენტი იუწყებოდა, წინა დღეს ფაშინიანი დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის ერთადერთი იყო, რომელმაც ბიშკეკში გამართულ SCO+-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რუსული ენა არ გამოიყენა. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე ტრადიციულად რუსულ ენაზე გამოდიოდა.
