ახალი ამბები

გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება – გახარია 20 ივნისზე

16 ივნისი, 2020 • 1477
გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება – გახარია 20 ივნისზე

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “პირველი არხის” ეთერში თქვა, რომ 20 ივნისისთვის არ იგეგმება თბილისის ჩაკეტვა და, შესაბამისად, აქციას ხელი არ შეეშლება. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

“არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ თბილისი ან რომელიმე სხვა ადგილი ჩაიკეტოს, ამ წუთის მონაცემებით არ არსებობს, დარწმუნებული ვარ, 20 ივნისამდე არაფერი შეიცვლება. ასე რომ, ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება”, – აღნიშნა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მონაცემებით ასევე არ არსებობს საფუძველი 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადადებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი