ახალი ამბები

გამოკითხულ კაცთა 83%-ს გეი შვილის ყოლა შერცხვებოდა – კვლევა

16 ივნისი, 2020 • 1266
გამოკითხულ კაცთა 83%-ს გეი შვილის ყოლა შერცხვებოდა – კვლევა

საქართველოში გამოკითხულ კაცთა 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხებოდა. იმავე პოზიციას ქალების 74% იზიარებს.

კვლევა „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ , რომელშიც 2408 რესპონდენტი მონაწილებდა, გაეროს ერთობლივმა პროგრამამ გამოაქვეყნა.

ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქალებსა და კაცებს შორის საქართველოში ჰომოფობური დამოკიდებულებები კვლავ ძლიერია, განსაკუთრებით კი, კაცებში.

მაგალითად, კაცების 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა, ხოლო 81%-ის თქმით, გეი მეგობარი არასდროს ეყოლებოდა.

სქრინი: კვლევა


კვლევაში „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ სულ 2408 რესპონდენტი მონაწილეობდა, მათ შორის 1102 კაცია, ხოლო 1296- ქალი.

კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს, ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა ხუთ რეგიონში (თბილისში, კახეთში, იმერე­თში, სამეგრელო­-ზემო სვანეთსა და გურიაში).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი