ახალი ამბები

რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა თბილისში

12 ივნისი, 2020 • 1108
რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა თბილისში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვახტანგ მახალდიანის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, ცეცხლი, სავარაუდოდ, ძველ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლი 4 საცხოვრებელ სახლშია გავრცელებული. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, იყო ხანძრის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად საფრთხე სრულად აღიკვეთა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 ჯგუფთან ერთად, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ხანძარი მჭიდროდ დასახლებულ უბანში გაჩნდა, რის გამოც მალევე გავრცელდა რამდენიმე სახლზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ გამოძახებაზე დაუყონებლივ გავიდნენ და არ დაუგვიანებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი