ახალი ამბები

„სანაძლეო დავდეთ, რამდენჯერ ახსენებს ღარიბაშვილი ბატონ ბიძინას“ – გოცირიძე

12 ივნისი, 2020 • 1240
„სანაძლეო დავდეთ, რამდენჯერ ახსენებს ღარიბაშვილი ბატონ ბიძინას“ – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, სანაძლეო დადეს, თუ რამდენჯერ ახსენებდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

გოცირიძის ვერსიით, ღარიბაშვილი ივანიშვილს შვიდჯერ ახსენებს.

„მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და თავხედური განცხადება, მაგრამ ჩვენც არც ვთვლით მას შეკითხვების ღირსად. ერთადერთი, დავდეთ სანაძლეო, რამდენჯერ ახსენებს ბატონ ბიძინას. ჩემი აზრით, ახსენებს შვიდჯერ და ახლა დავითვლით“, — განაცხადა გოცირიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი