ახალი ამბები

მოკავშირეებმა “ოცნებას” აუხსნეს, რომ ხელისუფლების გადაბარების გარდა გამოსავალი არ აქვთ – ვაშაძე

11 ივნისი, 2020 • 1334
მოკავშირეებმა “ოცნებას” აუხსნეს, რომ ხელისუფლების გადაბარების გარდა გამოსავალი არ აქვთ – ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ყველა მცირედი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებაც უკიდურესი სერიოზულობით მოეკიდებოდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კვლევითი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიას, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ავტორები და მათი ანგარიში აღმაშფოთებელი მეთოდებით დააკნინონ.

“ქართული ოცნების” დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად საქართველო აღმოჩნდა გზაგასაყარზე – ერთი გზა მიდის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრებისკენ, მეორე – იმ უფსკრულისკენ, რასაც ჰქვია რუსეთის ფედერაციის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირება საქართველოზე, რაც საბოლოოდ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვას გამოიწვევს. “ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანება “ძალა ერთობაშია” იანვრიდან აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ შეერთებული შტატების უმკაცრეს ენაზე გადასვლა გარდაუვალია და ეს მოხსენება, რომელიც უახლოეს მომავალში კანონპროექტებში აისახება, მხოლოდ დასაწყისია”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავარმა მოკავშირეებმა “ქართულ ოცნებას” ნათლად აუხსნეს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით გადაბარების გარდა, მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს.

13 კონგრესმენი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს – ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი