ახალი ამბები

დეგნანი აბსურდს უწოდებს სანიკიძის მოსაზრებას, რომ აშშ-ის საელჩო ივანიშვილს უსმენს

11 ივნისი, 2020 • 1237
დეგნანი აბსურდს უწოდებს სანიკიძის მოსაზრებას, რომ აშშ-ის საელჩო ივანიშვილს უსმენს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აბსურდს უწოდებს გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს.

“ეს აბსურდია. მე დავინტერესდები, რა საფუძველზე აყენებს ვინმე ასეთ ბრალდებას, რომელიც აშკარად მცდარია”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობისას, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს უსმენს.

“ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით… ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. მე ჩემი ვერსია მაქვს, რომელსაც არავის ვახვევ თავს, რომ ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, იმიტომ, რომ ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას, გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი, მაგრამ ისმენს, მუშაობენ… ის არ დატოვებდა ფაქტს სატელეფონო საუბარში, რომ ესროლეთო. გამოუშვა ანზორ ჩუბინიძე და ანზორ ჩუბინიძემ გასცა [ბრძანება]. ვიცი მაღალჩინოსნები, რომლებიც ამბობენ, რომ გახარია ტელეფონში კიოდა, ვინ გასცა ბრძანებაო”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი