რუსეთის ფედერაციაში, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჯამში, კორონავირუსით დაავადების 502 436 შემთხვევა გამოვლინდა.
გარდაიცვალა 6 532 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 261 150. გარდა ამისა, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 8 779 ახალი შემთხვევა.
თუმცა რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქ მოსკოვში, შეზღუდვების მოხსნა უკვე დაწყებულია. 24 ივნისს იგეგმება თავდაპირველად 9 მაისისთვის დანიშნული „გამარჯვების დღის აღლუმის“ ჩატარება, პირველ ივლისს კი, ვლადიმერ მიერ პუტინის ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხმის მიცემა (თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე დამტკიცებულია).
- აქამდე, სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ — კერძოდ Financial Times-მა და The New York Times-მა დაწერეს, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალებულთა სტატისტიკით ხელისუფლება განგებ მანიპულირებდა რაოდენობის შესამცირებლად. დეტალურად მათ სტატიებისა და რუსეთის სტატისტიკის შესახებ იხილეთ „ნეტგაზეთის“ მასალა: „რუსეთში COVID 19-ით დაბალი სიკვდილიანობის სტატისტიკის საიდუმლო ამოხსნილია“ — მედია
- იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს პუტინის ინიციირებული ცვლილებები ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიებს:
- „
- რუსეთის დუმაში საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვის გაუქმებაზე მსჯელობენ
- ინტერნეტის რეაქცია რუსეთში პუტინის ვადების განულებაზე