ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო გეგმავს, სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმაროს

11 ივნისი, 2020 • 1726
საქართველო გეგმავს, სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმაროს

საქართველოს-პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია, სომხეთს გაუწიოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

გიორგი გახარიას თქმით, სომხეთის მხრიდან თხოვნა სამედიცინო პერსონალით დახმარებას შეეხებოდა.

“ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც ჯანდაცვის მინისტრი, საგარეო და ეკონომიკის მინისტრები, და ჩვენ უკვე მოვახდინეთ იდენტიფიცირება, რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს დავალება მიღებული, მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. ეს, პირველ რიგში, როგორც ჩანს, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სომხეთში Covid-19-ის 428 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი