ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით შემცირებას პროგნოზირებს

9 ივნისი, 2020 • 863
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით შემცირებას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იან შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ საუბარია    ლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2020 წლის ივნისის გამოცემაში, რომლის თანახმად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდას 2021 წლიდან დაიწყებს და 4%-ით გაიზრდება.

“ტურისტების მთლიანი რაოდენობა  ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში დაეცა, მაგრამ აღნიშნულის გავლენა შეიძლება იგრძნობოდეს ყველაზე მეტად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც ტურიზმზე  მშპ-ის მნიშვნელოვანი წილი მოდის”,-წერია ანგარიშში.

ანგარიში ასევე მიუთითებს საქართველოს მიერ დაანონსებულ  ფისკალურ ღონისძიებებზე, რაც მშპ -ის  3%-ის  ეკვივალენტური იქნება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც მოიცავს დამატებით ხარჯებს ჯანდაცვაზე, ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებასა და ზრდას, მორატორიუმს დაბალი შემოსავლის მქონე პირთა გადასახადებზე, ღარიბი მოსახლეობისთვის კომერციული ხარჯების სუბსიდირებას და უმუშევრობის შემწეობას.

მსოფლიო ბანკის პროგნოზითვე გლობალური ეკონომიკა წელს 5.2%-ით შემცირდება, რაც ორგანიზაციის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის მომდევნო პერიოდში ყველაზე ღრმა რეცესია იქნება.

საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იან შემცირებას ელოდება. შედეგად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდება და 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი