ახალი ამბები

თუ მძიმე სცენარი არ იქნება, ვალის ნაწილი 2021 წელს დაიხარჯება – მაჭავარიანი

9 ივნისი, 2020 • 858
თუ მძიმე სცენარი არ იქნება, ვალის ნაწილი 2021 წელს დაიხარჯება – მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოზიდული დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის სესხი, შესაძლოა მთავრობამ წელსვე არ დახარჯოს. მაჭავარიანის თქმითვე, ამ რაოდენობის სესხის აღება მთავრობამ უფრო ცუდი სცენარის მოლოდინის გამო გადაწყვიტა, შესაბამისად, თუ პანდემიური ვითარება არ გართულდება, საგარეო ვალის ნაწილი 2021 წელს დაიხარჯება.

“1.5 მილიარდი დოლარიდან ამ ეტაპზე 850 მლნ აშშ დოლარის შეთანხმებაზეა ხელი მოწერილი. თანხის დანარჩენ ნაწილზე  მიმდინარეობს მუშაობა. წლის ბოლომდე თითქმის მთელ თანხაზე დასრულდება შეთანხმება. ჩვენ ამ თანხის მობილიზება, მარტივად რომ ვთქვათ, მეტობით გავაკეთეთ, ანუ უფრო მძიმე სცენარს ველოდებოდით. თუ ეს მძიმე სცენარი არ იქნება, ამ თანხას ამ წელს სრულად არ დავხარჯავთ, ანუ თანხის ნაწილის დახარჯვა 2021 წელსაც მოხდება, რათა მაშინაც ვალის აღება არ მოგვიწიოს. ჩვენი მიზანია ჩავეტიოთ იმ პარამეტრში, რასაც 60%-იანი შეზღუდვა ჰქვია. 55%-ს, რომელსაც წელს მივაღწევთ, ნელ-ნელა უკუსვლა დავიწყოთ, რადგან ეს სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი წლების ეკონომიკური განვითარებისთვის”,- ამბობს მაჭავარიანი.

2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის ახალი პროექტით ქვეყნის საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 55%-მდე გაიზრდება, კანონით ვალმა მშპ-ს 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს. ამის შესახებ დღეს, 9 ივნისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი